შალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს

2026-09-26 19:02:00+04:00

ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომლითაც „ლელო“ ჩაერთო სლოგანით: „არაბიზაცია“. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“ მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ალდეს“ ახლა უკვე მეორე შანსი აქვს იმისთვის, რომ გაემიჯნოს „ლელოს“.

„ალდეზე“ როდესაც ვსაუბრობთ მათ დღეს თავის წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია „ლელო“, რომელიც ტერორისტის თანამებრძოლია. არ დაგმეს, არ გაემიჯნნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი- დღეს უკვე ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომლითაც „ლელო“ ჩაერთო, სლოგანით „არაბიზაცია“, რაც ერთი მხრივ, არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“ მხრიდან. „ალდე“ გახლავთ ლიბერალური პარტია და ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ ქსენოფობია და ეთნიკური დაყოფა არის ის, რასაც ისინი ებრძვიან. ახლა, აღმოჩნდა, რომ არათუ ებრძვიან, არამედ მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. დაველოდებით, მეორე შანსი არის მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დაელოდებიან კიდევ რამდენიმე დღე, ექნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდეს“

„ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდეს’ მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ,რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები, ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი [იქნება]“- აცხადებს პაპუაშვილი.