ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის სამსახურშია - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდება. დღევანდელი მდგომარეობა უკვე სცილდება ჩვეულებრივ პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები“.
„საქართველოში თითქმის ყველაფერი უკვე კრიმინალიზებულია: მოსაზრებების დაფიქსირება, უბრალოდ ტროტუარზე დგომა, „ფეისბუქზე“ გამოთქმული აზრის გამო ზოგიერთი ადამიანი უკვე გასამართლდა და დააპატიმრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი მოქალაქეთა ჩანაწერების მეთვალყურეობისთვის.
ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის სამსახურშია, იძულებით თუ ნებაყოფლობით ამას ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, თუმცა ის, რასაც ვხედავთ, არის არა მხოლოდ პრორუსული წინადადებები პროპაგანდაში, არამედ პრორუსული პოლიტიკური პოზიციებიც; რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები.
საქართველოს მომავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თავად საქართველოს საზოგადოებაზე, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სამოქალაქო ძალებზე, კულტურაზე, მედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც წინააღმდეგობას აგრძელებენ.
გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდება. დღევანდელი მდგომარეობა უკვე სცილდება ჩვეულებრივ პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.