რუსეთ-უკრაინის ომი, ღაზა და საერთაშორისო უსაფრთხოება - გაეროს 81-ე ასამბლეა - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომი, ღაზა და საერთაშორისო უსაფრთხოება - გაეროს 81-ე ასამბლეა

2026-09-24 20:41:18+04:00

ომები, საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარების გზები გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის მთავარი თემებია. ნიუ-იორკში მსოფლიოს ლიდერები მიმდინარე ომებზე, დაძაბულობის შემცირებასა და მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე მსჯელობენ. ყურადღების ცენტრშია რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და ღაზაში არსებული ვითარება. ასამბლეაზე ასევე განიხილავენ კლიმატის ცვლილებას, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებსა და გაეროს რეფორმას.