განათლების სამინისტროში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. მხარეები სკოლის შენობის მდგომარეობის ადგილზე შესწავლაზე შეთანხმდნენ და ობიექტსმუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დაათვალიერებენ. მშობლებისა და პედაგოგების მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც გადაწყდება, საჭიროა თუ არა შენობის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი. მათივე თქმით, საბოლოო ექსპერტიზის პასუხამდე სკოლის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან.
მინისტრმა, გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მომავალი ზაფხულიდან კი სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიწყება.