ირაკლი კობახიძე - ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე

2026-09-22 22:38:09+04:00

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობას.

„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე", - წერს ირაკლი კობახიძე.