27 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე თბილისი მარათონი გაიმართება - Palitra News

27 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე თბილისი მარათონი გაიმართება

2026-09-21 20:38:19+04:00

27 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე თბილისი მარათონი გაიმართება. რიგით მე-15 საერთაშორისო გარბენი რესპუბლიკის მოედნიდან დილის 8 საათზე დაიწყება. ღონისძიებისთვის დედაქალაქის რამდენიმე ისტორიული ქუჩა დროებით გადაიკეტება. განახლებული მარშრუტი კვლავ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. თბილისიმარათონი კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, საქველმოქმედო საქმიანობა და სპორტული ტურიზმის განვითარებაა. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად სხვადასხვა ბენეფიციარის დასახმარებლად გამოიყენება.