ოპოზიციის მოსაზრებით, საქართველო-დასავლეთის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს - Palitra News

ოპოზიციის მოსაზრებით, საქართველო-დასავლეთის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს

2026-09-21 20:37:45+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან. თუმცა, ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში არ გაიმართება. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სწორედ საერთაშორისო შეხვედრები წარმოადგენს ვიზიტის მთავარ მიზანს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველო ვაშინგტონის პრიორიტეტებში აღარ ფიგურირებს და ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივაც არ ჩანს.