პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში ოფიციალურად დაემატა. განახლებული დოკუმენტი უკვე შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოთხოვნა ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ახალსა“ და „ფედერალისტებს“. თუმცა, „გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში მათი მანდატების შეწყვეტა მოთხოვნილი არ არის. ქართულ ოცნებაში აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იანვრამდე დაიწყებს სარჩელის განხილვას. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიზანი ოპოზიცური აზრის სრულად ჩახშობაა.