რუსეთში საპარლამენტო არჩევნების 3-დღიანი პროცესი დასრულდა და ამ ეტაპზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. კენჭისყრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად ჩატარდა. არჩევნების ბოლო დღე რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმებისა და აფეთქებების ხმების ფონზე წარიმართა. წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ დუმაში კონსტიტუციურ უმრავლესობას ინარჩუნებს. საბოლოო მონაცემების გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო სათათბიროში მანდატების განაწილება დასრულდება.