რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში განხორციელებულ „კიბერშეტევებში“ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს - Palitra News

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში განხორციელებულ „კიბერშეტევებში“ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს

2026-09-20 20:07:18+04:00

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად „კიბერშეტევებისა“.

სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ ელექტრონული კენჭისყრის სისტემაზე განხორციელებული თავდასხმები ძირითადად საზღვარგარეთიდან - მათ შორის უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან - მომდინარეობდა.

პამფილოვას თქმით, წარმატებით აღიკვეთა „საარჩევნო რესურსებზე მიმართული 100 მილიონზე მეტი პოტენციურად მავნე თავდასხმა“.

შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდება.