რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რას ელოდება ოპოზიცია - Palitra News

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რას ელოდება ოპოზიცია

2026-09-18 12:42:33+04:00

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ახალი პარლამენტის (სახელმწიფო დუმის) არჩევნებისთვის კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ათი პარტია მონაწილეობს: პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარი გადანაწილდება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ პარტიების სიების მიხედვით; დანარჩენი გამარჯვებულები ერთმანდატიან ოლქებში გამოვლინდებიან. “არჩევნები მისთვის გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს მთავარ პარტიას -ომის პარტიას - და რომ მას გააჩნია ლეგიტიმაცია შემდგომი ესკალაციისა და ამ ომის გაგრძელებისთვის“, - განუცხადა “დოიჩე ველე”-ს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა.