როგორ მიმდინარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები - Palitra News

როგორ მიმდინარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

2026-09-18 12:38:01+04:00

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი. არჩევნების პარალელურად, კამბოლოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის პირდაპირი კავშირის გასაძლიერებლად კიდევ რამდენიმე გვირაბის აშენებაა საჭირო. კამბოლოვის განცხადებით, ახალი მარშრუტები რუსეთთან კავშირის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მერაბ პაპაშვილი ადევნებს თვალს ე.წ არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში