თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები აქციას მართავენ - რა რეჟიმით გაგრძელდება სწავლა და როგორ გადანაწილდებიან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში - Palitra News

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები აქციას მართავენ - რა რეჟიმით გაგრძელდება სწავლა და როგორ გადანაწილდებიან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში

2026-09-18 12:34:08+04:00

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები აქციას მართავენ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ცნობა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები არსებობს და სასწავლო პროცესის გაგრძელება შესაძლოა შეჩერდეს. მშობლების თქმით, აამ ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ მიიღეს მოკლეტექსტური შეტყობინება. მშობლები ინტერესდებიან, რა რეჟიმით გაგრძელდება სწავლა და როგორ გადანაწილდებიან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში, თუ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.