შალვა პაპუაშვილი - ევროპა უკრაინას უყურებს როგორც საკუთარი თავდაცვის ხაზს - ბრძოლა თავად არ უწევთ, გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი არ იღვრება - ეს აჩვენებს, რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა! - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ევროპა უკრაინას უყურებს როგორც საკუთარი თავდაცვის ხაზს - ბრძოლა თავად არ უწევთ, გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი არ იღვრება - ეს აჩვენებს, რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა!

2026-09-18 12:05:09+04:00

უკრაინას უყურებენ [ევროკავშირის წევრი ქვეყნები] როგორც საკუთარი თავდაცვის ხაზს - ბრძოლა თავად არ უწევთ, გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი არ იღვრება, მაგრამ იღვრება უკრაინელების სისხლის იმისთვის, რომ ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ “იგივე ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში ადამიანების ის ჯგუფი რომ ყოფილიყო, რომლებიც სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ“.

პაპუაშვილის თქმით, “ჩვენ აქ უნდა გვეომა, 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი გაგვეჩერებინა, მაშინ როდესაც სხვები სემინარებზე დასხდებოდნენ და საქართველოს ბედზე მშვიდად ისაუბრებდნენ“.

“არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა წინა ხაზია ევროკავშირისთვის და ევროპული ქვეყნების თავდაცვისთვის. ის რომ ხარჯეფექტურია - კი, ხარჯთეფექტურია, რადგან ბრძოლა თავად არ უწევთ, არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი, მაგრამ იღვრება უკრაინელების სისხლის იმისთვის, რომ ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ დღეს უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან.

ამიტომ ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ბედი ელოდა საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანების ის ჯგუფი რომ ყოფილიყო, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. ზურა ჯაფარიძემ სხვა რამ კი არ თქვა - რაღაცით ჩვენც დავეხმაროთ, აქ ბრძოლით 20 000 ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთ და ვეღარ მოიცლიან იქეთ საბრძოლველადო. ამისთვის მზად იყვნენ და ამისთვის იყო საქართველო გამზადებული. ამისთვის იყო 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა. ამისთვის შემოაპარეს 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა, მანამდე იყო კონსულტაციები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა საბოლოო ჯამში, საქართველოს ეთამაშა ის როლი, რასაც დამატებით მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია, რათა ევროკავშირის დაცვა ხარჯეფექტური ყოფილიყო - ჩვენ აქ გვეომა და გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი, მაშინ რიდესაც სხვები სემინარებზე და პოდიუმის სხვადასხვა დისკუსიებში დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაუგებდნენ, მაგრამ ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო, წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.