თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს. 19 სექტემბრის ჩათვლით ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ქართული სპექტაკლების პროგრამებს გაეცნონ. ფესტივალის ერთ-ერთ დღეს სტუმრებს თეატრმა სახელოსნო 42-მაც უმასპინძლა, სადაც ახალი სეზონი სწორედ ქართული შოუქეისის ფარგლებში დადგმული სპექტაკლით გაიხსნა. მსახიობები მაყურებლის წინაშე ლევან წულაძის „შეშლილის წერილებით“ წარდგნენ. წლევანდელ შოუქეისზე 20-ამდე სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი თეატრის სპექტაკლებია წარმოდგენილი. მეტ დეტალს ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიყობთ.