გივი მიქანაძემ და თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს - Palitra News

გივი მიქანაძემ და თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს

2026-09-18 09:59:18+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს. ახალი აკადემიური სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგსა და კონფლიქტების კვლევას დაეთმობა. ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.