საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-09-18 09:58:04+04:00

საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბოლო წელიწად-ნახევარში უკვე მეოთხე ხელმძღვანელი ჰყავს. ქართულ ოცნება დარწმუნებულია, რომ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები. მათი განცხადებით, მხოლოდ ბოლო წელიწად-ნახევარში სუს-ის ოთხი ხელმძღვანელის შეცვლა მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებაზე მიუთითებს. ოპონენტები საკადრო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რესურსის ამოწურვასაც უკავშირებენ.