დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ. პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად მარატ კამბოლოვი განიხილება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალური თბილისიდან უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ ანექსიის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა არაღიარების პოლიტიკას ის სახელმწიფოებიც შეუერთდნენ, რომლებიც ამ მომენტში ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.