აშშ-თან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ვიდრე ირანის პირობები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოჰსენ რეზაი აცხადებს.
„აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავმა გზავნილებმა არ მოგატყუოთ - დაწყებული „მოლაპარაკებები არ იქნებადან“ და „მზად ვართ, საუბრისთვის“ დასრულებული. ნავთობთან და სრუტეებთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა. ზარალის შემცირების მცდელობა იმას ვერ შეაჩერებს, რაც წინ არის“, - წერს რეზაი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 ივნისს გააფორმეს, რომელიც ომის დასრულების მიზნით საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა აგვისტოში, საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე ამოიწურა.