რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე - სიახლეები საომარი ზონიდან - Palitra News

რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე - სიახლეები საომარი ზონიდან

2026-09-14 21:00:11+04:00

რუსეთ-უკრაინის ომში შეტევების არეალი კვლავ ფართოვდება - ბოლო თავდასხმები პოლონეთის საზღვართან განხორციელდა. ოფიციალური ვარშავა მოსკოვის მხრიდან ახალი შესაძლო პროვოკაციების რისკზე საუბრობს. ამავდროულად, ვაშინგტონი კიევს რუსეთის ნავთობპროდუქტების ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეჩერებისკენ მოუწოდებს. დაძაბულობის ფონზე, კრემლი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა და დიალოგის შესაძლებლობას ღიად ტოვებს.