18 ათასზე მეტი მოსწავლე სასწავლო წელს სხვა სკოლაში იწყებს - მიზეზი რეაბილიტაცია და ავარიული შენობებია - Palitra News

18 ათასზე მეტი მოსწავლე სასწავლო წელს სხვა სკოლაში იწყებს - მიზეზი რეაბილიტაცია და ავარიული შენობებია

2026-09-14 20:57:08+04:00

ხვალ, 15 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყებას თბილისში 18 ათასზე მეტი მოსწავლე საკუთარის ნაცვლად, სხვა სკოლაში შეხვდება. ამის მიზეზი სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა და ავარიული შენობებია. ამ პრობლემას განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ოჯახები, რომლებიც დროებით პირობებში უკვე წლებია ცხოვრობენ. მოსწავლეთა ნაწილი მეორე ცვლაში გადადის, რაც მშობლებს სამუშაო გრაფიკისა და გადაადგილების პრობლემებს უქმნის. ამასთანავე, შეფერხებულია რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაც. ასევე სახელმწიფოს მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა უწევს.