„ქართული ოცნება“ ოპოზიციის შესაძლო აკრძალვაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება - Palitra News

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის შესაძლო აკრძალვაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

2026-09-14 20:55:28+04:00

„ქართული ოცნება“ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ ეტაპზე დასუსტებულია და ამას შიდა დაპირისპირებაც ადასტურებს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის შესაძლო უთანხმოებაზე, მათ ნაწილს კი სარჩელის წარმოებაში მიღება არ სურს. პრემიერის შეფასებით, მოსამართლეებს შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობა ჯანსაღი პროცესია.