„ქართული ოცნება“ მათი გუნდის ყოფილი პრემიერის კრიტიკას განაგრძობს. მმართველი გუნდის მოქმედი ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს არასერიოზულად აფასებენ და საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე საუბრობენ. თავის მხრივ სისტემის შიგნით დაწყებულ რღვევაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ღარიბაშვილმა შეფარული ტექსტებით ის მძიმე რეალობა დაადასტურა, რაშიც მათივე თქმით, მოქალაქეები უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ.