აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, მეტ ირანულ ნავთობტანკერს დავარტყამთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ირანი ამერიკულ სამხედრო გემებზე თავდასხმების გაგრძელებას ცდილობს და ყოველ ჯერზე, როცა ამას გააკეთებენ ან ამის გაკეთებას შეეცდებიან, ნავთობტანკერებს დაკარგავენ“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ხუთი ირანული ნედლი ნავთობის გადამზიდი ტანკერი გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო გემზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ორჯერ სცადა.
მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ნავთობტანკერებზე დარტყმების საპასუხოდ, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიშის შესახებ გამოაცხადა.