რუსეთის ბაზების საწვავით მომარაგება არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ნაწილი. აფხაზ ხალხთან დაძმობილება საწვავის კანისტრებით შეტანით არ ხდება. აფხაზ ხალხთან დაძმობილება სხვა კონცეფციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საგანია, - ამის შესახებ ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა რამდენიმე სხვა მოსაზღვრე ქვეყანასთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად, არის რუსეთ-უკრაინის ომის ბენეფიციარი და საქართველოში არსებული გარკვეული კორუფციული ჯგუფები ამ ამბავზე ახდენენ კაპიტალიზებას და რაღაც დოზით რუსეთის კრიზისს იპარავენ.
“ეჭვი რჩება იგივე, რაც თავიდანვე იყო. რომელიც დიდი ალბათობით არის სიმართლე, რომ საქართველოდან საწვავი რუსეთის ფედერაციაში შედის, რათა იმ კრიზისის რაღაც ნაწილი დაკმაყოფილდეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში არსებობს.
რა თქმა უნდა, 1 700 ტონა არ არის ის რაოდენობა, რაც მთელი რუსეთის ბაზარს ამ კრიზისს აღმოუფხვრის, მაგრამ საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა რამდენიმე სხვა მოსაზღვრე ქვეყანასთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად, არის რუსეთ-უკრაინის ომის ბენეფიციარი და საქართველოში არსებული გარკვეული კორუფციული ჯგუფები ამ ამბავზე ახდენენ კაპიტალიზებას და რაღაც დოზით რუსეთის კრიზისს იპარავენ.
ძალიან მარტივია და თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საწვავი არ გაჩერდებოდა აფხაზეთში და თუ გაჩერდებოდა ძირითადად ისეთ საქმეებს მოემსახურებოდა, რომელიც არ შედის საქართველოს ინტერესებში. რუსეთის ბაზების საწვავით მომარაგება არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ნაწილი. აფხაზ ხალხთან დაძმობილება საწვავის კანისტრებით შეტანით არ ხდება. აფხაზ ხალხთან დაძმობილება სხვა კონცეფციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საგანია, ეს ზღაპარი სახლში მოუყვნენ, ვისაც “აბოლებენ“ მათ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.