Reuters - ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - Palitra News

Reuters - ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

2026-09-05 12:24:35+04:00

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლივიის ვიაჩას მუნიციპალიტეტში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.