ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეებს პარლამენტის წევრები მაიაბითაძე და ლაშა ტალახაძე, ასევე ხელოვანები ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ბანაკის მიზანი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. პროექტი ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.
წლევანდელი პროგრამა 19 ივლისიდან 13 სექტემბრამდე 11 ნაკადად მიმდინარეობს და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათგან 720 სკოლის მოსწავლე, 1 920 კი სტუდენტი იქნება.