ევროკავშირის გაფართოება და „ქართული ოცნების“ კრიტიკა - მარტა კოსი ოთხ ძირითად მიმართულებას ასახელებს - Palitra News

ევროკავშირის გაფართოება და „ქართული ოცნების“ კრიტიკა - მარტა კოსი ოთხ ძირითად მიმართულებას ასახელებს

2026-08-27 21:11:37+04:00

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა მარტა კოსმა ოთხი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს.

ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების შემუშავება სახელდება. ეს მიდგომა კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე გარკვეული სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ კრიტიკულ პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. მმართველი გუნდი გაერთიანების გაფართოებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ოფიციალურ ბრიუსელს აკისრებს.