სკოტ ბესენტი - ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ - ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან - Palitra News

სკოტ ბესენტი - ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ - ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან

2026-08-24 21:58:30+04:00

ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ, ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნებთან ჩართულობის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა და ყველა ქვეყანასთან დონეს ვადგენთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. მათ იციან ვინ არიან”, - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, აშშ-მა “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ.

ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები.

“საბოლოო ვადებს არ დავადგენ, მაგრამ ამოუწურავი მოთმინება არ გვაქვს… უკვე ვხედავთ რაღაც შედეგებს… და მე მოველი, რომ ძალიან მალე, თუ ისინი არ გვიპასუხებენ, მაშინ თქვენ ნახავთ მათი ქმედებების შედეგებს”, - განაცხადა ბესნეტმა.