პირველკლასელთა მშობლები სასკოლო ფორმას 1 სექტემბრიდან სპეციალური ონლაინ პლატფორმითაც შეიძენენ - Palitra News

პირველკლასელთა მშობლები სასკოლო ფორმას 1 სექტემბრიდან სპეციალური ონლაინ პლატფორმითაც შეიძენენ

2026-08-24 20:56:55+04:00

პირველკლასელთა მშობლები სასკოლო ფორმის შეძენას 1 სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე სპეციალური ონლაინ პლატფორმის მეშვეობითაც შეძლებენ. ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მისმა პირველმა მოადგილემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა წარუდგინეს. სიახლე მშობლებს საშუალებას აძლევს სასკოლო ფორმა მითითებულ მისამართზე მიიღონ, მის მიწოდებას კი საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს. პლატფორმაზე მომხმარებლები ფორმების მოდელებს, ფასებსა და ზომებს გაეცნობიან. ასევე ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების მისამართებს.