ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე - ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე - ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ

2026-08-22 20:08:20+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ორსაათიანი საუბარი „ძალიან კარგი” იყო და ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ეხებოდა, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს.

„ძალიან ვაფასებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის ხელის შეგვიწყოს ჩვენს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები გააჩნიათ Patriot-ებისთვის.

ასევე განიხილებოდა საფრანგეთის შესაძლებლობები საჰაერო თავდაცვის სფეროში. ემანუელს ინფორმაცია მივაწოდე დარტყმებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. მადლობელი ვარ ადამიანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრისთვის. შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე,” - წერს ზელენსკი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მაკრონს რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების მიცემაზე მზაობის დადასტურებისთვის. უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს პარტნიორებთან დიპლომატიური მუშაობის მსვლელობა და აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან ურთიერთქმედება. ზელენსკი და მაკრონი ასევე შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რომლებსაც შეუძლიათ “გახსნან დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები”.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს მაკრონი თანათავმჯდომარე იქნება “მსურველთა კოალიციის” სხდომაზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეთა ნაწილი კიევში იქნება, კერძოდ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.