პირდაპირ აღიარეს „ნაცებმა“, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას, სადაც ის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“, „მთავარი არხისა “ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვაში ადანაშაულებს.
ლევან მაჭავარიანის თქმით, მათ პოლიტიკურ პარტიებს შორის ფავორიტობისთვის არის ბრძოლა, რადგან „ფავორიტს მიაქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით“. .
„ვაკვირდებით, თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი. რაც მთავარია, ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, იმისათვის თუ ვინ გახდება გარე პატრონების ფავორიტი, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს მიაქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიით.
ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობდით. პირდაპირ აღიარეს „ნაცებმა“, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე.
რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა და ადასტურებდა, რაც შემდეგ სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ში“ ითაღლითა, დღეს უკვე „ნაცებიც“ აღიარებენ. ერთადერთი, ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური დევნილი“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ასევე, ლევან მაჭავარიანი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ „საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავის დღეებში, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული გზავნილებისა და ნარატივის გავრცელებამ განსაკუთრებით მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო”.
მაჭავარიანის თქმით, ისინი არიან „უსამშობლოთა გაერთიანება და ემსახურებიან უცხო ძალებს და იღებენ ამაში დაფინანსებას“.
„ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, თინა ხიდაშელი და ძმანი და დანი მათნი ისე არიან პატრიოტები, როგორც მე ვარ ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიტერატურის დარგში.
ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს და იღებენ ამაში დაფინანსებას. რა ისტერია ჰქონდათ ატეხილი მათ, როგორი თაღლითური და აფერისტული კამპანია აწარმოეს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ერთადერთი მიზნით, რომ არ გასაჯაროებულიყო, თუ საიდან ერიცხებათ თანხა და რა მავნებლობაში ხარჯავენ ისინი ამ თანხებს“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.