აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანს „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს, რაც, მისი თქმით, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან სანქციების გამკაცრების მუქარა ომისა და სამხედრო აგრესიის მონეტის მეორე მხარეა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა, რომელიც მისი იზოლაციისკენ იქნება მიმართული. აღნიშნულს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება და აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანთან დაკავშირებული სიტუაციით.