კახა კალაძე - სექტემბრიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილების მხრივ დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება - Palitra News

კახა კალაძე - სექტემბრიდან რუსთაველის გამზირზე გადაადგილების მხრივ დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება

2026-08-21 22:32:22+04:00

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს. მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.