საქართველოში, პირველად წელს, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით მივლენ. ხელისუფლების ოპონენტები, რეფორმის ავტორებს ფორმების ხარისხისა და ფასის გამო აკრიტიკებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მასალა, რისგანაც ფორმას კერავენ მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ბრალდებებს უარყოფს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძის განცხადებით, სიცრუეა, როგორც ფასთან, ისე ფორმების ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები. მინისტრის განმარტებით, ფორმები სრულად შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. ამის დასადასტურებლად, მიქანაძის ცნობით, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიული კომპანიის დასკვნაც.