დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალგაზრდა ოფიცრების ახალი ნაკადი შეემატა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ბაკალავრიატის 74 - მა იუნკერმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 28 კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიება გორში, აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულ იუნკრებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულ იუნკრებს, ლეიტენანტის სამხედრო წოდებასთან ერთად, შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც მიენიჭათ.
კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება ეროვნული თავდაცვის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსებიდან 107 წლისთავზე აღინიშნა.