მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს - Palitra News

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს

2026-08-20 11:40:00+04:00

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს, - ინფორმაციას გამოცემა Newsmaker-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი უკრაინის რენის რაიონის მხრიდან გაგაუზიის სოფელ ეტულიას მიმართულებით 20 აგვისტოს, ღამის 03:16 საათზე დააფიქსირეს.

„03:22 საათისთვის დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინისკენ გაფრინდა“, - აცხადებს მოლდოვის თავდაცვის უწყება.

მოლდოვის ტერიტორიაზე დაშავებულების ან დრონის ჩამოვარდნის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.