ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა - Palitra News

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

2026-08-16 22:08:27+04:00

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.