პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2026-08-16 16:29:23+04:00

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსასახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს ტერიტორიის უპრობლემოდ დატოვებაში, სხვა ქვეყანაში გადასვლასა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი და წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.