ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა - Palitra News

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

2026-08-16 15:17:22+04:00

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრისა და 341 შემდგომი ბიძგის შედეგად 900-ზე მეტი სახლი და ასობით სხვა დანიშნულების შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თუმცა, კატასტროფის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია. ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის ფლორესის რეგიონში 14 აგვისტოს მოხდა.