ჰავაის ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს , არის მსხვერპლიც. ქარიშხალმა „ლალამ“ ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რის გამოც 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარის სიჩქარემ საათში 120 კილომეტრს მიაღწია.