მდინარე დუნაის წყლის დონის ვარდნის გამო რუმინეთი „ჩერნავოდას“ ატომურ ელექტროსადგურს თიშავს - Palitra News

მდინარე დუნაის წყლის დონის ვარდნის გამო რუმინეთი „ჩერნავოდას“ ატომურ ელექტროსადგურს თიშავს

2026-08-13 21:16:27+04:00

მდინარე დუნაის წყლის დონის ვარდნის გამო, რუმინეთმა „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყო. რუმინეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის განცხადებით, „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი მომუშავე რეაქტორის გათიშვის პროცესი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც, ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.კომპანიაში აღნიშნეს, რომ მდინარე დუნაიში წლის დონის ვარდნის გამო, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება შეუძლებელია. ძლიერი სიცხის ფონზე დუნაიში წლის დონის ვარდნის გამო, კომპანიამ „ჩერნავოდას“ ერთი რეაქტორი გასულ თვეში გათიშა.