პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე 6 პირს ბრალი წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე 6 პირს ბრალი წარუდგინა

2026-08-13 21:09:51+04:00

საქართველოს პროკურატურამ ე.წ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ე.წ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ე.წ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. “ქურდული სამყაროს” წევრები, “ქურდულ სამყაროს” საქმიანობაში მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად “ქურდულ გარჩევებში” აქტიურად მონაწილეობდნენ, მათ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები კი მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.