ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა, რადგან თეირანის პერსპექტივიდან, შეთანხმებას დაწყების თარიღი არ ჰქონდა და შესაბამისად, გასახანგრძლივებელიც არაფერია, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა. მანამდე, თურქულმა მედიამ, პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი და ვაშინგტონი ივნისში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმების ფარგლებში მიღწეული 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.