ვიკა ფილფანი - გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს - მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს - Palitra News

ვიკა ფილფანი - გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს - მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

2026-08-10 14:23:46+04:00

გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს - მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს, - ამის შესახებ დღეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.ფილფანის შეფასებით, კობახიძემ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მძიმე ზიანი მიაყენა.„ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსნის მიმართ უნდა დაიწყოს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნა ფილფანმა.ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზეც ისაუბრა, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.„მათ ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან ცოტა ხანში ამას არც ბოდიში და არც ეს პოლიტიკური შურისძიების გამოძიებაც არ უშველის. ამ ყველაფრით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე აზიანებს“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.