საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 7,25% შეადგინა. უფრო დეტალურად კი მონაცემები ასე გამოიყურება. ამ წლის ივნისის ბოლოსთვის, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 73 მილიარდ 520 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2.98%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე, თანხობრივად კი ერთ თვეში 2 მილიარდ ლარზე მეტად არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის ანგარიშით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 22.86% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა დაახლოებით 782 მილიონი ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1 მილიარდ 340 მილიონით. დეპოზიტების
ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 56.16 პროცენტი შეადგინა. რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია ერთ თვეში 1.21 პროცენტით. ივნისში, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.90% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.52%“, - ვკითხულობთ სებ-ის ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.21% , ხოლო ევროს წილმა 20.14% შეადგინა.