რა არის ავარიების ტოპ-10 გამომწვევი მიზეზი საქართველოში - Palitra News

რა არის ავარიების ტოპ-10 გამომწვევი მიზეზი საქართველოში

2026-08-06 14:30:18+04:00

ავარიების ტოპ-10 გამომწვევი მიზეზი საქართველოში. 6 თვეში ქვეყანაში 1267 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ექვს თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა - 1925 ადამიანი. ყველაზე მეტი შემთხვევა რა თქმა უნდა დედაქალაქში მოხდა -381. ავარიების სიმრავლით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთი. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს, 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა ასე გამოიყურება: მოხვევის მანევრი - 295 შემთხვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 255 შემთხვევა;

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 212 შემთხვევა;

დისტანციის დაუცველობა - 210 შემთხვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა - 185 შემთხვევა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 88 შემთხვევა; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 68 შემთხვევა; შეჯახება დაბრკოლებაზე - 61 შემთხვევა; გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 40 შემთხვევა;

მობრუნების მანევრი - 35 შემთხვევა.