2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% უკვე გაყიდულია - Palitra News

2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% უკვე გაყიდულია

2026-08-06 14:29:37+04:00

2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% უკვე გაყიდულია. „გალთ ენდ თაგარტის“ კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ამ წლის ივნისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 503 შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია, როგორც პირველადი, ისე მეორადი ბაზრისთვის.

2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში სულ 22 799 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 26.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ასევე კვლევიდან ვიგებთ, რომ 2027 წელს დასასრულებელი ბინების 68% უკვე გაყიდულია. რაც შეეხება 2028-2029 წლების საბინაო ფონდის განაწილებას, 56%-ს უკვე გაყიდულის სტატუსი აქვს, ხოლო 44% -ს - გასაყიდის.