რომან გოცირიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე - ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას, მის ამორტიზაციაში კრიპტო "ენერგოვამპირებმაც" ითამაშეს როლი - შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფციაა იმის მიზეზი, რაც ხდება - Palitra News

რომან გოცირიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე - ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას, მის ამორტიზაციაში კრიპტო "ენერგოვამპირებმაც" ითამაშეს როლი - შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფციაა იმის მიზეზი, რაც ხდება

2026-08-05 21:20:29+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ქვეყანაში ენერგეტიკული კუთხით არსებულ ვითარებას „ქართული ოცნების“ "არაკომპეტენტურობას, კორუფციასა და გაუმართავ ინფრასტრუქტურას" უკავშირებს.

ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზი არა საბოტაჟი, არამედ ამორტიზებული ქსელია, რომლის დაზიანებაშიც კრიპტომაინერებმაც შეიტანეს წვლილი.

“ყველაზე მეტი, რაც “ოცნების” ხელისუფლებას გაუხარდება, არის ის, რომ ვიძახოთ-საბოტაჟის( ანუ მტრების) ბრალიაო. სინამდვილეში ყველაფერი დღესავით ნათელია-ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას. მის ამორტიზაციაში ათი წლის განმავლობაში კრიპტო ენერგოვამპირებმაც თავისი როლი ითამაშეს - უმოწყალოდ ეწევიან სისტემის ცვეთას.

შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფცია არის იმის მიზეზი, რაც ხდება.

ამ წუთას ჩემთან შუქი მოვიდა. კი გაგვიხარდა, მაგრამ სიხარული ნაადრევია-ისევ წავა. სანამ ესენი არ წავლენ, “სინათლეს” ვერ ვეღირსებით”, - წერს რომან გოცირიძე.