პროვოკაციული განცხადება, ქვეყნის ინტერესების ღალატი და მიზანმიმართული პროპაგანდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხს ეხება. კობახიძე წერს, რომ აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი ნარატივის გავრცელება შემთხვევითი არ არის და კრემლის ინტერესებს ემსახურება.